Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ახალი ეთნო სივრცე თბილისთან ახლოს – „შუაგულს“ ეთნოგრაფიული კუთხე დაემატა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ეთნო სივრცე თბილისთან ახლოს – „შუაგულს“ ეთნოგრაფიული კუთხე დაემატა

875
271189821-508878830420805-5526924105239557177-n

დედაქალაქთან ძალიან ახლოს ეთნო სივრცე გაიხსნა. საქმე ისაა, რომ საღონისძიებო და სადღესასწაულო სივრცეს – „ შუაგულს“ ახალი ქართული ეთნოგრაფიული კუთხე დაემატა.

აღსანიშნავია, რომ „ეთნო გარდენის“ პრეზენტაცია 8 იანვარს შედგა. ღონისძიებას ბიზნესმენები, სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები და შოუბიზნესის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. საღამო მსახიობმა ლაშა გურგენიძემ წაიყვანა.

ეთნო გარდენის ახალ სივრცეში კონკურსიც ჩატარდა. მასტერშეფმა ლევან კობიაშვილმა საუკეთესო ხაჭაპურის ავტორი გამოავლინა. პრეზენტაციაზე მოწვეული სტუმრებისთვის სპეციალური პრიზებიც გათამაშდა. ცნობისთვის, საღამო რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა.

შეგახსენებთ, “შუაგული”, ანუ დეკორატიული მცენარეების ბაღი და ულამაზესი საღონისძიებო სივრცეები თბილისთან ყველაზე ახლოს 2020 წლის 11 ივლისს გაიხსნა. „შუაგული“ გასართობ-დასასვენებელი სივრცეების გარდა, განთავსების ობიექტებსაც მოიცავს, შესაბამისად, მას, ვინც ვერ ახერხებს შვებულებაში გასვლას და დედაქალაქიდან შორს წასვლას – აქვს შესაძლებლობა, ავიდეს „შუაგულში“ და განიტვირთოს.

თბილისთან ახლოს ზღაპრული „შუაგული“ გამოჩნდა: ტბა, გულის ფორმის კუნძული, ბაღი, კოტეჯები (ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები