LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ერა შაკიკის თავის ტკივილის მართვაში – საქართველოში „ნერივიო“ შემოიტანეს

1325
Untitled-1-1

„ნერივიო“ ეს არის ახალი ერა შაკიკის თავის ტკივილის მართვაში. ის ისრაელში შეიქმნა კომპანია Theranica-ს მიერ, ინოვაციური მოწყობილობაა და გამოიყენება შაკიკის თავის ტკივილის მოხსნისთვის. „ნერივიომ“ მნიშველოვნად შეცვალა შაკიკის მქონე პაციენტების ცხოვრების ხარისხი.

აღსანიშნავია, რომ ეს მოწყობილობა სს გეფამ საქართველოში 2 თვის წინ შემოიტანა და ის „ფარმადეპოს“ და „ჯპს“-ის აფთიაქებში იყიდება.

როგორც გეფაში აცხადებემ, „ნერივიო“ არის ინოვაციური სამედიცინო მოწყობილობა, რომელიც თავისი უნიკალური მექანიზმით მნიშვნელოვნად ამცირებს, ან აქრობს შაკიკის თავის ტკივილს. „ნერივიო“ არაინვაზიური, არაფარმაკოლოგიური, ელექტრული მოწყობილობაა, რომლის ეფექტურობა და უსაფრთხოება დადასტურებულია კლინიკური კვლევებით.

„ნერივიო“ მარტივად გამოსაყენებელია და კონტროლირდება სმარტფონის მიერ. მისი ანალოგი საქართველოში არ მოიპოვება. „ნერივიო“ წარმოადგენს არაფარმაკოლოგიურ ალტერნატივას შაკიკის შეტევის მოხსნისთვის. მისი გამოყენება შესაძლებელია სახლში, სამსახურში… ეფექტური შედეგისათვის “ნერივიოს” გამოყენება უნდა დაიწყოს შაკიკის თავის ტკივილის, ან აურის დაწყებიდან 60 წუთის განმავლობაში. „ნერივიო“ თავსდება მკლავზე, ფიქსირდება მკლავის სახვევით, უნდა დაუკავშირდეს წინასწარ გადმოწერილ „ნერივიოს“ აპლიკაციას, ამის შემდეგ ხდება სეანსის ინტენსივობის განსაზღვრა. ხდება მკურნალობის ინტენსივობის რეგულირება, ისე რომ შეგრძნება იყოს ძლიერი, მაგრამ კომფორტული და არა მტკივნეული.

ერთი სეანსი გრძელდება 45 წუთის განმავლობაში და მისი განმეორება შესაძლებელია რამდენიმეჯერ შაკიკის თავის ტკივილის მოსახსნელად. გამოყენების შემდეგ, ხელსაწყო თავსდება კოლოფში შემდგომ გამოყენებამდე.

შეგახსენებთ, „ნერივიოს“ მწარმოებელი არის ისრაელი და აქამდე ეს მოწყობილობა წარმოდგენილი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამიერიდან კი საქართველოს მოსახლეობას ეძლევა საშუალება, გამოიყენოს აღნიშნული მოწყობილობა შაკიკის თავის ტკივილის მოსახსნელად.

აღსანიშნავია, რომ ერთი “ნერივიოს” საშუალებით შესაძლებელია 12 სეანსის ჩატარება, საშუალოდ ადამიანს 3-4 თავის ტკივილის შეტევა აქვს თვის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ნერივიოს მოწყობილობის გამოყენებას პაციენტი შეძლებს 3-4 თვის მანძილზე.

„ნერივიო“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც გარკვეული უკუჩვენების გამო ვერ იღებენ მედიკამენტებს შაკიკის შეტევის მოხსნისთვის, ან ჭარბად უწევთ მედიკამენტების მიღება. ასეთი მომხმარებლებისთვის „ნერივიო“ არის გამოსავალი, რომლის საშუალებითაც შეძლებენ არამედიკამენტოზური გზით შაკიკის თავის ტკივილის მოხსნას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები