LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ელექტრონული Hummer ყიდვიდან ზუსტად რამდენიმე წუთში დაამტვრიეს

29
hummer

ამერიკელმა ბლოგერმა, ზედმეტსახელად Mondi-მ თავის YouTube არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ახალი ელექტრონული GMC Hummer EV-ის შეძენით ამაყობდა. მას შემდეგ რაც მან სადილერო ცენტრში ყველა აუცილებელ დოკუმენტს მოაწერა ხელი, მეგობრებთან ერთად მანქანის დასატესტად გაემართა. სამწუხაროდ, ეს მოგზაურობა წარუმატებელი აღმოჩნდა და 20 კილომეტრის გავლის შემდეგ მანქანა ავარიაში მოხვდა.

ბლოგერმა Hummer EV, მოდიფიკაცია Edition 1 შეიძინა. ელექტრონული პიკაპი სამ ძრავიანი აგრეგატითაა დაკომპლექტებული და მისი სიმძლავრე 1014 ცხენის ძალას შეადგენს. მოდელს აქვს რეჟიმი Watts to Freedom, რომელიც მას საშუალებას აძლევს რომ პირველი 100 კმ ზუსტად 3 წამში განავითაროს. მეპატრონე სწორედ ამ ოფციამ დაღუპა.

მამაკაცმა ყველგანმავლის შესაძლებლობების დატესტვა გადაწყვიტა და ამ დროს ავარიაში მოხვდა. Hummer-მა სერიოზული დაზიანებები მიიღო და მის შეკეთებას საკმაოდ სოლიდური თანხა დასჭირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები