LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი დაჭერილი იყო სააკაშვილი, გარედან დასხივებაზე რომ ვთქვი: თაკო ჩარკვიანი

340
tako-charkviani

ახალი დაჭერილი იყო სააკაშვილი რომ ვთქვი, მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება და შეიძლება, ეს იყოს გარედან დასხივება ან რადიო ტალღებით ნერვული აშლილობა, რამაც მისი სიკვდილი, დემორალიზება შეიძლება გამოიწვიოს-მეთქი, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

„ბატონებო, ჩემო მეგობრებო, ჩემი ბრიფინგი ვფიქრობ, ყველას გახსოვთ, ახალი (რამდენიმე დღის ) დაჭერილი იყო მესამე პრეზიდენტი სააკაშვილი, მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება და ეს შეიძლება, გარედან დასხივება იყოს ან რადიო ტალღებით ნერვიული აშლილობა თქო, რამაც მისი სიკვდილი და დემორალიზება შეიძლება გამოიწვიოს და 10-ოქტომბერს სასწრაფოდ გავაკეთოთ აქცია-მეთქი, 30 რიცხვი გვიან არის-თქო (არაო არაო და არაო). მაშინ საბოლოოდ 14 ოქტომბერი გადაწყვიტეს, ვჩქარობდი ….. ახლა იმ ბრიფინგის ლინკს დავდებ ( ხომ გაგიგონიათ შინაურ მღვდელს შენდობა არ ააქვსო) დიახ, ის ინფორმაცია უტყუარი იყო!!! და ეს 6 ოქტომბერს ბრიფინგზე ვთქვი და ვუთხარი საზოგადოებას!!!!!! არასოდეს ვკადრებ საკუთარ თავს, რაიმე ვთქვა ისე ჰაერზე, არასოდეს!“, – წერს თაკო ჩარკვიანი.

სააკაშვილის ფანჯარასთან დგას მანქანა, რომელიც ასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს – ეს ადამიანის ფსიქიკურ შეშლილობას, ჯანმრთელობის მოსპობას და სიკვდილს იწვევს: გიორგი ჩალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები