General Motors–ის ვიცე–პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ახალ Chevrolet Corvette–ს იყიდიან ის ადამიანები, ვისი წლიური შემოსავალიც ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ამერიკული სუპერქარის წინა თაობის მფლობელთა ბიუჯეტი.
სტივ ჰილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ახალი სპორტქარის მყიდველის საშუალო წლიური შემოსავალი 76 ათასი დოლარით უფრო მეტი იქნება, შედარებით მათთან ვინც წინა მოდელი იყიდა. ასე რომ ახალი Corvette–ით ბრენდი სრულად ახალ დონეზე გავა და კლიენტთა განახლებულ ბაზას მოიცავს.
ამასთან, General Motors–ის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საშუალო ძრავის მქონე Сorvette–ის მყიდველთა 80% უფრო ძვირადღირებულ ვერსიებს 2LT–ის და 3LT–ის ირჩევს, რომელთა ღირებულებაც 68 ათასი დოლარიდნა იწყება. ეს მაშინ როცა საბაზისო 1LT–ის ფასი 60 ათასი დოლარით უფრო ნაკლებია.
2020 წელს კონცერნმა 21 626 სუპერქარის გაყიდვა შეძლო, 2019 წელს კი მაჩვენებელი მხოლოდ 17 988 ეგზემპლარი იყო. Corvette ატმოსფერული 6,2 ლიტრის მოცულობის ძრავითაა აღჭურვილი და V8 აგრეგატს 502 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. 97 კმ–ს „ცხელი“ მოდელი ზუსტად 3 წამში გადის.