კარგა ხანია ლეპტოპების ბაზარზე საინტერესო, ბიუჯეტური მოდელი არ გამოჩენილა. ახალმა Chromebook Pro-მ კი, რომლის ავტორიც Samsung-ია, ნამდვილად დაიმსახურა მსოფლიოს ყურადღება, მისი სერიის, მეტალის კორპუსისა და ღირებულების გამო.
Chromebook Pro-მ 12.3 დიუმიანი სენსორული დისფლეი მიიღო, გაფართოებით 2400 x 1600 პიქსელზე. კომპლექტაციაში გაჯეტს ასევე მოჰყვება სპეციალური საწერკალამი, რისი მეშვეობითაც ხატვისა და სხვადასხვა დიზაინერული აპლიკაციების მოყვარულებს კომფორტულად მუშაობა შეუძლიათ.
სხვა მახასიათებლებიდან კი აღსანიშნია პროცესორი Rockchip RK3399, 4 GB ოპერატიული, 32 GB შიდა მეხსიერება, USB Type-C, ბატარება 10 საათიანი ავტონომიური მუშაობის რეჟიმით. მოდელის წონა 1.08 კგ-ია.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია Google-ის ახალი სტრატეგიის მიხედვით, რომელიც Chrome OS-ის Android-თან ინტეგრაციას გულისხმობს, ლეპტოპის მფლობელებს საშუალება ექნებათ Play Store-დან აპლიკაციები დააყენონ.