LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი Chevrolet Bolt 2025 წლამდე არ გამოჩნდება

106

ოფიციალური მონაცემებით, რომელსაც ამერიკული საავტომობილო კომპანია General Motors-ის პრეს-ცენტრი ავრცელებს, ბრენდი Chevrolet თავის ახალ ელექტრო ავტომობილს Bolt-ს 2025 წლამდე არ წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ საუბარია თაობის შეცვლასა და სერიუზულ გაუმჯობესებაზე.

ახალი Chevrolet Bolt დღეისათვის 36 620 დოლარი ღირს. სიახლის ტექნიკური პარამეტრები არ ხმაურდება. ცნობილი გახდა, რომ ახალი ელექტრო ავტომობილის ელემენტების სვლის მარაგი 643 კილომეტრი იქნება.

ამბობენ იმასაც, რომ განახლების შემდეგ Chevrolet Bolt-ის ფასი 20 000 დოლარი იქნება. როგორც წყაროები იუწყებიან, ახალი Chevrolet Bolt სრულიად ახალ პლატფორმაზე მზადდება, რომელიც GM-ის ინჟინრებმა სპეციალურად ელექტროქარისთვის ააწყეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები