BMW ახალი ქროსოვერ X3-ის ვიდეოთიზერს აქვეყნებს. ვიდეოში ახალი მოდელი ყინულიან და თოვლიან გზებზე დრიფტშოუს წარმოგვიდგენს. მოდელის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ცნობილი არაა. მოდელი მსოფლიო ბაზარზე ძალიან მალე გამოჩნდება.
რაც შეეხება BMW X3-ის ტექნიკურ აღჭურვილობას, მოდელი დიზელის ტიპის ტურბო 4 ცილინდრიანი ძრავით იქნება წარმოდგენილი. ასევე ბენზინისა და დიზელის 6 ცილინდრიანი გამწევებითაც იქნება წარმოდგენილი. მოდელის გაძლიერებული ვერსია მიიღებს 3 ლიტრიან 6 ცილინდრიან ტურბოძრავს – M3-ს ან M4-ს. აგრეგატი 360 ცხენის ძალის სიმძლავრის იქნება.