LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

 ახალი „ბეტმობილი“ ამერიკულ მასლქარს დაამსგავსეს

86
bvtmncrssnews

ახალი „ბეტმენის“ რეჟისორმა მეტ რივზმა გადასაღები მოედნიდან რამდენიმე კადრი გაავრცელა და მათზე ბნელი რაინდის ახალი „რაშის“ შეთვალიერებაა შესაძლებელი. ავტომობილი წინა ფილმებში გადაღებული მოდელებისგან რადიკალურად განსხვავდება და ერთი შეხედვით თანამედროვე მასლქარსაც კი გავს.

ახალი „ბეტმობილის“ ზოგადი სტილისტიკა 70–იანი წლების კომიქსებიდან აიღეს და ის რაღაცით Plymouth Battacuda–ს დაამსგავსეს. ერთ–ერთ ფოტოში ჩანს, რომ ძრავი უკანა მხარესაა განთავსებული, ხოლო თუ რამდენი ცილინდრი აქვს აგრეგატს, ამაზე საუბარი რთულია. ფოტოს კომენტარებში ავტომოყვარულები V8–სა და V10–ს შორის მერყეობენ.

შეგახსენებთ, რომ ბეტმენის ახალ ფილმში მთავარ როლს ცნობილი მსახიობი რობერტ პატინსონი ასრულებს და მის გარდა სცენარში კიდევ ბევრი ვარსკვლავია დაკავებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები