LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ავტომწარმოებლის Geely-ს მოდელი ქროსოვერი იქნება (ვიდეო)

50

ჩინური კომპანია Geely, რომელიც კომპანია Volvo-ს აქციების უმეტეს ნაწილს ფლობს, აქვეყნებს თიზერს, სადაც მისი ახალი სუბბრენდის – Lynk & Co-ს ახალი ავტომობილია წარმოდგენილი. მოდელი ჭკვიანი ავტომობილების კატეგორიაში ერთიანდება. Geely-ს წარმომადგენლობის განცხადებით, ახალი ,,ლამაზმანი’’ კომპაქტური ქროსოვერი იქნება.

მომცრო ზომის ჯიპი აგებული იქნება Volvo – CMA-ს მოდულურ შასიზე, რომელიც შვედური ბრენდის ახალ მოდელებში აქტიურად გამოიყენება.

Lynk & Co-ში განაცხადეს, რომ ახალი მოდელი უფრო მეტი იქნება, ვიდრე ავტომობილი. ჩინელებმა აღნიშნეს, რომ ახალ მოდელზე კომპანიის საუკეთესო სპეციალისტები მუშაობდნენ.

კომპაქტური ქროსოვერის პრემიერა 2016 წლის 20 ნოემბერს, ბერლინში შედგება. პროექტი წარმოდგენილია Lynk & Co-ს ვიცე პრეზიდენტის ალან ვისსერის მხარდაჭერით, რომელიც მანამდე კომპანია Volvo-ს მარკეტინგის დირექტორის პოზიციას იკავებდა.

გთავაზობთ თიზერს:

https://youtu.be/q29_-1KC5P8

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები