LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ავტობაზრობა საქართველოში

60

საქართველოში ახალი ავტობაზრობა გაიხსნება, რომელიც რუხის სავაჭრო ცენტრში განთავსდება. როგორც ”ფორტუნას” საპარტნიორო ფონდში განუცხადეს, ამ ეტაპზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და 20 იანვრამდე ავტობაზრობის გახსნის თარიღი და სხვა დეტალები დაზუსტდება.

მათივე ცნობით, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს ახალი სერვისით, სადაც მომსახურება უფასო იქნება.

”ახალი ავტობაზრობა უზრუნველყოფილია დასუფთავებით, დაცვით და აღჭურვილია ვიდეო მეთვალყურეობის სისტემებით. ამასთან, ტერიტორიაზე განთავსებულია ავტომანქანების სათადარიგო ნაწილების გამოსაფენი სივრცეები. მომხმარებელს ავტო დიაგნოსტიკას ადგილზე შესთავაზებს კომპანია „თეგეტა მოტორსი“, – აღნიშნეს საპარტნიორო ფონდში.

მათივე ცნობით, ავტობაზრობის ტერიტორია სავაჭრო ცენტრის ცენტრალურ ნაწილშია წარმოდგენილი.

შეგახსენებთ, რუხის სავაჭრო კომპლექსში განლაგებულია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბრენდირებული და არაბრენდირებული კომპანიები. სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილია საცალო, საბითუმო, ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიები, სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საფინანსო და საბანკო მომსახურების ობიექტები, ავტოსერვისი, ფოსტა, აფთიაქი და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები