დიდი ხანია, Google-ის ოპერაციული სისტემის ახალი ვერსიის სახელის შესარჩევი გამოკითხვა მიმდინარეობს.
დეველოპერებისა თუ უბრალო მომხმარებლების აზრით, როგორც ჩანს ამერიკული გიგანტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფინალო ვერსია, რომელიც Google-მა წინა წლის შემოდგომაზე შემოგვთავაზა კოდური სახელწოდებით Marshmallow, როგორც ჩანს, საკუთარ ერას ასრულებს და ამჯერად სისტემის ახალ ვერსიაზე მუშაობები აქტიურად მიმდინარეობს.
ჯერ-ჯერობით ხელმისაწვდომია მხოლოდ დეველოპერული ვერსია, რომელიც სხვადასხვა ფუნქციების ტესტირებასა და მდგრადობის რეპორტინგს ეთმობა.
სისტემის უნივერსალურობამ ხელი შეუწყო ახალი ვერსიის კოდური სახელის შერჩევის პროცესის გლობალურობას.
აღნიშნულ ღონისძიებაში ჩაერთო ყველა, ვისაც აინტერესებს ახალი სისტემის ბედი. სწორედ ამიტომ, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან, ყველა ანდროიდის პოტენციურ მომხმარებელს შეეძლო საკუთარი აზრის დაფიქსირება.
Google-ის კორპორაციამ, გუშინ, ექსკლუზიურად შემოგვთავაზა სახელწოდება – ნუგა (Nougat), რომელიც Android 7.0-ის სახელი იქნება.
გულისწყვეტა გამოიწვია ასევე საკმაოდ პოპულარულმა კოდურმა სახელწოდებამ – Nutella – რომელიც აქტიურად დომინირებდა შერჩევის პროცესში, თუმცა კომპანიის არჩევანი Nougat-ზე შეჩერდა.