LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი 11 პაციენტის მდგომარეობა არც მძიმეა და არც კრიტიკული

88
1 მარი

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 108-მდე გაიზარდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით დაავადებულთა 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელთა შორის 3 პაციენტი ინფექციურ კლინიკაში, ხოლო დანარჩენები სხვადასხვა დაწესებულებებში არიან მოთავსებული. მარინა ეზუგბაიას განმარტებით, რამდენიმე ახალი პაციენტის ეპიდისტორია არ არის ბოლომდე შესწავლილი, თუმცა სპეციალისტების განცხადებით, ვირუსის პირველწყარო ამ დრომდე უცნობია. ეზუგბაია აცხადებს, რომ ახალი შემთხვევებიდან არც ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმე და კრიტიკული არ არის.

“გუშინ დილიდან დღეს დილამდე 11 ახალი დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 3 ჩვენს ცენტრში, დანარჩენები კი სხვა დაწესებულებებში იმყოფებიან. საერთო ჯამში ამ დროისათვის 50 ჩვენი ცენტრის პაციენტია, 58 კი – 6 ცენტრის ჯამური მაჩვენებელია. როგორც ჩემთვის ცნობილია, ახალი ინფიცირებულებიდან კრიტიკული და მძიმე არც ერთი პაციენტის მდგომარეობა არ ყოფილა. დინამიკაში რა განვითარდება, ამაზე ლაპარაკი რთულია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ ახალი 11 პაციენტიდან კრიტიკული მდგომარეობა არცერთთან არ დასტურდება. ჩვენი ცენტრის შემთხვევების წყარო ცნობილია, ის არის ინგლისის კლასტერთან დაკავშირებული. რამდენიმე შემთხვევაში პირველწყარო ცნობილი არ არის”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები