„ევროპული საქართველოს“ ოფისთან ახალგაზრდების ჯგუფი ისევ აქციას მართავს. ისინი პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვას აპროტესტებენ.
ისინი ითხოვენ, ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვიოლმა დეპუტატის მანდატები დატოვონ, თუმცა აქტივისტების ნაწილს დღეს ისევ აერია, რის გასაპროტესტებლად მივიდნენ ოფისთან. თუ გუშინ აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, საქმიანობა შეეჩერებინა ეკა ხოფერიას, დღეს სახელი და გვარი სწორად თქვეს, თუმცა ამჯერად ელენე ხოშტარიას ჟურნალისტი უწოდეს.
რა რეაქცია ჰქონდა ეკა ხოფერიას, როცა პოლიტიკურ აქციაზე მისი გადადგომა მოითხოვეს
„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისთან გუშინ პოლიტიკური აქცია გაიმართა
მანამდე აქციის მონაწილეები ერთ-ერთ კაფეში მივიდნენ, სადაც ელენე ხოშტარია იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.
https://www.facebook.com/nika.oboladze.5205/videos/190349045525918/