Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„ახალგაზრდებს, რომელთაც პოლიტიკაში ყოფნა სურთ, მოვუწოდებ – დღესვე ჩამოშორდნენ რადიკალურ ძალებს“ – მიხეილ ყაველაშვილი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახალგაზრდებს, რომელთაც პოლიტიკაში ყოფნა სურთ, მოვუწოდებ – დღესვე ჩამოშორდნენ რადიკალურ ძალებს“ – მიხეილ ყაველაშვილი

120
ყაველაშვილი

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერი მიხეილ ყაველაშვილი ახალგაზრდებს, რომელთაც პოლიტიკაში სურთ ყოფნა, მოუწოდებს დღესვე ჩამოშორდნენ რადიკალურ ძალებს“.

მისივე თქმით, „რადიკალურ ძალები ხვალინდელ ქართულ პოლიტიკაში ვეღარ იარსებებენ“.

„როცა ოპოზიცია სუსტია, პოლიტიკური პროცესი უფრო საშიშია, რადგან ისინი ასეთ დროს მეტად რადიკალურ გადაწყვეტილებებს იღებენ. ძლიერები უნდა ვიყოთ და მათ არც საბოტაჟის, არც ძალადობრივი პროცესების განვითარების უფლება არ უნდა მივცეთ. იმ ძალამ, რომელიც ცდილობს აქ რაიმე ცვლილებები განახორციელოს, უნდა გაიგოს, რომ ეს შეუძლებელი იქნება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს, რომ ამ ქვეყანაში ცვლილებებს მხოლოდ ამ ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობა განახორციელებს. არჩევნების შემდეგ, ყველა ეს ძალა პოლიტიკიდან უნდა წავიდეს, რადგან ისინი ემსახურებიან ქვეყნის საწინააღმდეგო ინტერესებს. თუ რა საბოტაჟს ახორციელებდნენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ეს რადიკალური ძალები, ამის მაგალითები გვაქვს მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდიდან და ამას ვხედავთ ახლაც, როცა ოპოზიციაში არიან.

ახალგაზრდებს, რომელთაც პოლიტიკაში ყოფნა სურთ, მოვუწოდებ – დღესვე ჩამოშორდნენ რადიკალურ ძალებს, რადგან ისინი ხვალინდელ ქართულ პოლიტიკაში ვეღარ იარსებებენ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები