31 დეკემბერს განსაკუთრებულად შეხვდება მოხუცი ბებია, რომელიც თბილისში, ერთ-ერთ ბანკთან მოწყალებას ითხოვს ხოლმე. მომღერალმა ბექა ბროლაძემ და მისმა მეგობრებმა მას ფული შეუგროვეს და გადასცეს, რის შემდეგადაც გამოარკვიეს, რომ მოხუცებული ასევე მომღერლის, ჯაბა ბოჯგუას ბებიაა. შეგახსენებთ, რომ ჯაბა წლებია, კომაშია და მის ოჯახს ფინანსურად ძალიან უჭირს.
როგორც ბექა ბროლაძემ გვითხრა, საახალწლოდ გადაწყვიტეს, რომ ბებია ქუჩაში არ მდგარიყო და მოწყალება არ ეთხოვა. ეს ამოცანა მათ წარმატებით შეასრულეს, რადგან ბებომ თანხის მიღების შემდეგ შინ წასვლა გადაწყვიტა.