ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში ახალგაზრდების აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარ თავს რომელიმე რელიგიურ მიმართულებას აკუთვნებს.
უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია (85%), ხოლო 10% მუსულმანი. შედარებით მცირე ნაწილი მიაკუთვნებს თავს აპოსტოლურ ეკლესიას (2%), კათოლიკე ქრისტიანს (1%) და სხვა აღმსარებლობას (1%), 1% ათეისტია.
აღნიშნული კვლევის ფარგლებში შესწავლილი იყო დებულებები, რომლებიც უკავშირდება ისეთ ძირეულ რელიგიურ სწავლებებს, როგორიცაა მაგალითად ღმერთის არსებობა, ღმერთის მიერ სამყაროს შექმნა, ღმერთის მიერ მორალური ნორმებისა და მოვალეობების შექმნა.
კვლევის შედეგების მიხედვით, ახალგაზრდების აბსოლუტურ უმრავლესობას სჯერა ღმერთის არსებობის (97%). ასევე, 80% სჯერა სამოთხისა და ჯოჯოხეთის არსებობის, ამავდროულად, შედარებით ნაკლებ წილს სჯერა იმის, რომ მორალური ნორმები და მოვალეობები ღმერთისგან მომდინარეობს (75%).