Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ახალგაზრდები ქართულ კერამიკაზე მუშაობას უფასოდ შეისწავლიან – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგაზრდები ქართულ კერამიკაზე მუშაობას უფასოდ შეისწავლიან

781

გორში, ქართული კერამიკის შემსწავლელი კლასი გაიხსნა. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, დაინტერესებულ ახალგაზრდებს თიხაზე მუშაობას ცნობილი გორელი ოსტატი გიორგი ტატულაშვილი უფასოდ შეასწავლის. აღნიშნული პროექტი 9 თვიანია და ,,კულტურული პროექტების თანადაფინანსების“ მუნიციპალური პროგრამიდან 9000 ლარით ფინანსდება.

მერიის ინფორმაციით, პროექტის მიზანია, ახალგაზრდების დაინტერესება და მოჭიქული კერამიკის წარსულში სახელგანთქმული, მაგრამ ახლა უკვე მივიწყებული გორული ტრადიციების აღორძინება.

,,გიორგი ტატულაშვილი ტრადიციული კერამიკის გამორჩეული ოსტატია, რომლის შემოქმედება გორის კულტურული ცხოვრების ნაწილია. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მხრიდან მისი ინიციატივის დაფინანსება, მითუმეტეს, რომ ამ პროექტით ხელი შეეწყობა ახალგაზრდების დაკავებას საინტერესო საქმიანობით და, ამავე დროს, ქართული კერამიკის ტრადიციებიც გაგრძელდება ჩვენ ქალაქში, “ – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

გორის მერიის ინფორმაციით, გორის მოჭიქული კერამიკა საქართველოში განსაკუთრებით ცნობილი იყო XIX საუკუნეში და XX საუკუნის დასაწყისში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები