LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა, რომელსაც ქმარმა დანით 6 ჭრილობა მიაყენა, კვლავ მძიმეა

342
მართვითი-სუნთქვა

31 წლის ქალი, რომელსაც მეუღლემ დანით 6 ჭრილობა მიაყენა, ქირურგიის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„ფორტუნას“ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, რომ ქალის მდგომარეობა მძიმეა. პაციენტს რეანიმაციული ღონისძიებები უტარდება.
დანით მიყენებული ჭრილობების გამო ქალს არა ერთი ორგანო აქვს დაზიანებული.

შეგახსენებთ, 31 წლის ქალი ქირურგიის ცენტრში ხაშურის საავადმყოფოდან გუშინ გადაიყვანეს. შემთხვევა 24 მარტს ხაშურის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სალონში მოხდა, სადაც მამაკაცმა მეუღლეს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები