LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგაზრდა ნიდერლანდელებს ვირტუალური რეალობის დახმარებით აჩვენებენ, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ნარკოტიკებით ვაჭრობას

125
thumb_1024x663_coco-vr

ნიდერლანდელი ახალგაზრდები ნარკოტიკებით ვაჭრობასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ვირტუალური რეალობის სათვალის დახმარებით გაიგებენ. მოწყობილობის საშუალებით ისინი ორგანიზებულ დანაშაულში ჩართულობის სცენარს გაითამაშებენ და პირად მაგალითზე გამოცდიან თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ასეთ არჩევანს. The Mayor-ის ინფორმაციით, ისინი საკუთარი თვალით ნახავენ თუ როგორია დამნაშავის ცხოვრება და რამდენ საშიშროებასთანაა ეს ყველაფერი დაკავშირებული.

პროგრამა მოზარდებისთვის კონკრეტულ სცენარს გაითამაშებს და მის ფარგლებში სხვადასხვა გადაწყვეტილებების მიღება იქნება საჭირო. მაგალითად, მონაწილეს შესაძლოა სწრაფი ფულის შოვნის წინადადებით მიმართონ. თუკი ის დაეთანხმება, მოუწევს რომ სხვა ნარკოდილერების თავდასხმას გაუძლოს ან საერთოდ პოლიციაში აღმოჩნდეს.

სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა 3 საათი იქნება. იდეის ავტორები იმედოვნებენ, რომ ამ გზით ახალგაზრდები ყალბ დაპირებებთან დაკავშირებულ რისკებს გაიაზრებენ.

ევროპაში ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიას განათლებაში აქტიურად იყენებენ. მაგალითად, დანიელი სტუდენტები ფსიქიკის დაავადებებს სწორედ ვირტუალური რეალობის სათვალის დახმარებით სწავლობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები