LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგაზრდა დედამ საკუთარ სახლში ბავშვის ფეხსაცმლის წარმოება დაიწყო

733

გუკო გასიტაშვილი ახალგაზრდა მეწარმეა. იგი უკვე მეორე წელია რაც საკუთა მცირე საწარმოს უდგას სათავეში და ბავშვებისთვის ნატურალურ ფეხსაცმელს ამზადებს.

მეწარმე  0-დან 3 წლამდე ბავშვებისათვის ნატურალური ტყავის, ეკომეგობრულ, ხელნაკეთ ფეხსაცმელს ქმნის.

პროფესიით ფსიქოლოგმა შვილის შეძენის შემდეგ გადაწყვიტა ბავშვთა ფეხსაცმლის დიზაინერი და მეწარმე გამხდარიყო. ამ იდეის განსახორციელებლად მან სტარტაპი „გაფ.GuF“-ი წამოიწყო და პროექტ Yes-Georgia-ს ბენეფიციარი გახდა.

 „პროექტ Yes-georgia-ს ფარგლებში არა მხოლოდ ახალი ცოდნა მივიღე, თუ როგორ დამეგეგმა ჩემი საწარმო, არამედ რაც ყველაზე სასიხარულოა საწყისი კაპიტალიც მივიღე სტარტაპის გასამართად. მენტორები დღემდე მეხმარებიან სხვადასხვა რჩევებით. ვფიქრობ ჩემი საწარმო დედობისა და ბიზნეს იდეის საუკეთესო შეთავსებაა. დღეს უკეთ ვიცი როგორი ფეხსაცმელით შეიძლება ისარგებლოს ჩემმა პატარა მომხმარებლებმა“ – ამბობს გუკო გასიტაშვილი.

გუკომ USAID/Georgia-ს პროექტ Yes Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით შეიძინა ყველა საჭირო ინვენტარი რომელიც აუცილებლად სჭირდებოდა და წარმოების პროცესში მნიშვნელოვნად დაეხმარებოდა. დაფინანსების შემდეგ მან სახლის ნაწილი საწარმოს დაუთმო და დედობასა და სამეწარმეო საქმიანობას იდეალურად უთავსებს ერთმანეთს. მიაჩნია, რომ შვილთანაც დიდ დროს ატარებს და პატარაც მისი ახალი ინსპირაციებისა და გეგმების დიდი მუზაა. ამჟამად გუკო ონლაინ გაყიდვებს და ინდივიდუალურ შეკვეთებზე მუშაობს თუმცა სამომავლოდ გეგმავს სავაჭრო ცენტრებში სტენდების განთავსებასაც.

დღეს ახალგზარდა მეწარმემ  უკვე ზუსტად იცის რა სჭირდებათ პატარებს და როგორი პროდუქტი შესთავაზოს მომხმარებლებს. იგი საკუთარი დიზაინით კრეატიულ და მოდურ საბავშვო ფეხსაცმელს ამზადებს  და საშუალებასაც აძლევს მომხმარებლებს, რომ საკუთარი გემოვნებით შეცვალონ სხვადასხვა დეტალი, ან ინდივიდუალური და განსხვავებული დიზაინი შეუკვეთონ საწარმოს.

სტარტაპი „გაფ.GuF“-ი  ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა ტიპის გამოფენებში და საკმაოდ პოპულარულია ქართველ დედებშიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები