LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგაზრდა ბიჭს მესის მაისური წაართვეს

6

ბიჭს ის მაისური წაართვეს, რომელიც ლეო მესიმ აჩუქა.
ესპანურ სოფელში მცხოვრები ამ ბიჭის მეზობელმა ქალმა ინტერნეტში კამპანია წამოიწყო სამახსოვრო საჩუქრის დასაბრუნებლად.

”მალაგას” სტადიონის უსაფრთხოების სამსახურმა მოზარდი გულშემატკივარი სტადიონიდან გაიყვანა და თან მაისური წაართვეს. ამის შესახებ ”მარკა” იუწყება, რომელიც თავის მხრივ იოლანდას, ბიჭუნას მეზობელ ქალს ეყრდნობა.

”ბიჭს კევინი ქვია, იგი 15 წლისაა და ჩემი დიეგოს მეგობარია. მესიმ მას მაისური მისცა, რის შემდეგაც იგი ”ლა როსალედას” უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ჩამოართვეს. ამის უფლება კი არ ქონდათ. რა მიიღეს იმით, რომ ბიჭს ოცნება წაართვეს”, – დაწერა იოლანდამ ფეისბუქში.

შეგახსენებთ, ესპანეთის ჩემპიონატის 21-ტურის შეხვედრაში, ”ბარსელონამ” სტუმრად ”მალაგა” 2:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ ბიჭი მოედანზე შეიჭრა და მესის მაისური თხოვა. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა უარი არ უთხრა და ძვირფასი საჩუქარი უსახსოვრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები