Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ახალციხის რაიონში კარტოფილი ფრის წარმოება დაიწყება – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალციხის რაიონში კარტოფილი ფრის წარმოება დაიწყება

408

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ  შპს „ფრეკოს“  სიმბოლურ ფასად, 1 ლარად  ახალციხის რაიონის სოფელ მუსხში 1386 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა–ნაგებობა შპს „ფრეკოს“ გადასცა.

როგორც “ფორტუნას” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შპს „ფრეკო“ საკვები პროდუქტების საწარმოს შექმნის და მიმიმუმ  150 ტონა კარტოფილი ფრის წარმოებას უზრუნველყოფს.  საწარმოს შესაქმნელად  არანაკლებ 67 920 ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება და   სულ მცირე  20 ადამიანი დასაქმდება.

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში უკვე 171 საწარმო დაფინანსდა. მთლიანი ინვესტიციები 395 მილიონ ლარს აჭარბებს და 7590-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები