LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალციხეში პაციენტის გარდაცვალების მიზეზზე საუბარი კლინიკის დირექტორს უჭირს

88

ახალციხეში კლინიკაში გარდაცვლილი პაციენტის შესახებ კლინიკის დირექტორი პირველ კომენტარს აკეთებს. დავით მაისურაძის ინფორმაციით, პაციენტმა ყოველგვარი გართულების გარეშე იმშობიარა, ამიტომ მაისურაძეს გარდაცვალების მიზეზის დასახელება უჭირს.

უპირველეს ყოვლისა ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და თანადგომას ვუცხადებ მათ. პაციენტმა 28 მარტს იმშობიარა ყოველგვარი გართულების გარეშე, მშობიარობას მისი ოჯახის წევრიც დაესწრო. გუშინ დედაშვილი მისმა ნათესავებმა მოინახულეს, პაციენტს კლინიკა ხვალ უნდა დაეტოვებინა თუმცა დღეს დილით, გამთენიისას თამამშრომლებმა ის გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზებზე ვერაფერს გეტყვით, რადგან სახელმწიფო ექპსერტიზა დაადგენს რეალურ მიზეზს. თუ ექსპერტიზის პასუხის შემდეგ, კლინიკის რომელიმე თანამშრომლის პასუხისმგელობის საკითხი გამოიკვეთება, კლინიკის ადმინისტრაცია შესაბამის ზომებს მიიღებს, განაცხადა კლინიკა „იმედის“ დირექტორმა, დავით მაისურაძემ.

ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ გამთენიისას 22 წლის ქალი გარდაიცვალა. ექიმების წინასწარი ინფორმაციით, ქალის გარდაცვალების მიზეზად თრომბი იქცა.

ოჯახის ახლობლები მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას კლინიკა „იმედის“ ხელმძღვანელობას აკისრებენ.