ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსს ცოლ-ქმარი ემსხვერპლა. მედიკოსები ვარაუდობენ, რომ ინფიცირებულებს დელტა შტამი ჰქონდათ.
ამ ეტაპზე, კლინიკაში 58 პაციენტი მკურნალობს. მათი უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და მძიმეა.
“სიკვდილიანობის რამდენიმე შემთხვევა იყო ბოლო დროს. 25-ში და 28-ში ცოლ-ქმარი გარდაიცვალა,”-აცხადებს კლინიკა “იმედის” ექიმი.
კლინიკის ექიმის ინფორმაციით, 58 კოვიდდადასტურებული პაციენტები ძირითადად საშუალოზე მძიმე და მძიმე მდგომარეობაში არიან, ამასთან უმრავლესობა ჟანგბადდამოკიდებულია.