LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

199
ავარია-3

ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ უგარეთთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

შემთხვევა დღეს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა და ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახა, რა დროსაც მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი, 32 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები