LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალციხემ რეკორდი მოხსნა – რა დრო დასჭირდათ საკრებულოს წევრებს 6 საკითხის განსახილველად

104
axalcixe

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, რომელიც ახალციხის საკრებულოს  უნდა განეხილა , სულ 6 იყო. 30 ოქტომბრის სხდომის წესი ჩვეულებრივი იყო აღნიშნული მუნიციპალიტეტისთვის, მაგრამ უჩვეულო აღმოჩნდა მათ მიერ რეკორდულ დროში განხილული თემები და  კიდევ უფრო არაჩვეულებრივი –  ყველა საკითხის დაკმაყოფილება.

ახალციხის საკრებულოს  სხდომამ 40 წუთში:  წაიკითხა, გააანალიზა, იმსჯელა, იკამათა, იფიქრა და ბოლოს გადაწყვეტილებაც მიიღო. 

ახმეტაში მეტრო აშენდება? – საკრებულოს თავმჯდომარის განმარტება

ახმეტის საკრებულოს 22– ე დადგენილება, რომლითაც დამტკიცდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი, საზოგადოების განხილვის თემა გახდა. დადგენილებაში მეტროპოლიტენის სადგურებისთვის სახელწოდებების მინიჭების წესია დადგენილი. შესაბამისად, გაჩნდა მოსაზრება, რომ ახმეტაში შესაძლოა, მეტრო აშენდეს –ეს მოსაზრება სასაცილო და ალოგიკურიც კია, რადგან საქართველოს მასშტაბით, მეტრო მხოლოდ თბილისში ფუნქციონირებს. „ფორტუნამ“ გადაწყვიტა გაერკვია, რატომ დასჭირდა ახმეტის საკრებულოს მეტროპოლიტენის […]

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები იყო :

  1. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მუსიკალურ სკოლას, ფოლკლორის ცენტრს)
  2. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე თანხმობი სმიცემის შესახებ (სერვისების განვითარების სააგენტოს ვალეში, აწყურში)
  3. ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მარტის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
  4. ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
  5. ახალციხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის მესამე კვარტლის შესრულების მიმოხილვისა და შეფასების შესახებ
  6. საკრებულოს წევრთა მიერ ანგარიშის წარდგენა გაწეული მუშაობის შესახებ.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები