LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალ სერიალში “სეანსი” ნინო კასრაძის ქალიშვილის დებიუტი შედგება

4029
ninokasradze20112

“პირველი არხის” ახალ სერიალში “სეანსი” ერთ-ერთ როლში მსახიობ ნინო კასრაძის შვილს, სალომე თოფურიას ვიხილავთ. “სეანსში” თავად ნინოც მონაწილეობს, თუმცა დედა-შვილს ერთ ეპიზოდში მონაწილეობა არ მოუხდათ. როგორც სალომემ საფრანგეთიდან ჩართვისას “პირველი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის კოდი” აღნიშნა, შეთავაზება რეჟისორ თინა გურჩიანისგან მიიღო და საკუთარ პერსონაჟთან ბევრი რამ აერთიანებს.

“დამიკავშირდა თინა გურჩიანი, ჩვენი რეჟისორი. თავიდან ცოტა შემეშინდა, ეს პირველი გამოცდილება იყო ჩემთვის. შევთანხმდით რაღაცებზე და შემდეგ ვიყავი მისული კასტინგზე. საბოლო ჯამში ამიყვანეს.

გამიმართლა, რადგან პერსონაჟი, რომელსაც ვთამაშობ, ძალიან მგავს, ბევრ ეპიზოდში ამოვიცანი საკუთარი თავი, ეს თერაპია ჩემთვისაც კარგი იყო. იმედი მაქვს, ჩემი თაობის ადამიანებიც ამოიცნობენ საკუთარ თავს ამ პერსონაჟში.

არც ერთ ეპიზოდში არ მაქვს შეხება დედაჩემთან. თავიდან რთული იყო იმის აღქმა, რომ ერთსა და იმავე პროექტში ვმონაწილეობდით. არასდროს წარმომედგინა, რომ მოხვდებოდი იმავე ადგილას, სადაც დედაჩემი. პირველ რიგში იმიტომ, რომ როგორც შვილს და როგორც მაყურებელს, ზუსტად იმავენაირად ვაფასებ დედაჩემს, როგორც საზოგადოება. როცა ნინოს შვილი ხარ, როგორ უნდა დაიმკვიდრო თავი ამავე სფეროში, როცა დედა ამ დონის მსახიობია? თუმცა მე ჩემი გასაკეთებელი უკვე გავაკეთე”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები