ცნობილი ხდება, რომ „ოსკარის“ მფლობელი ვიოლა დევისი მთავარ როლს შეასრულებს „ნეტფლიქსის“ ახალ სერიალში „პირველი ლედი“. დევისი მრავალსერიან შოუში მიშელ ობამას განასახიერებს.
სერიალი ამერიკის პირველი ლედის ისტორიას გვიყვება. სიუჟეტის ცენტრში თითქმის ყველა პირველი ლედი მოხვდება, მათ შორის ელეონორა რუზველტი, ბეტი ფორდი და მიშელ ობამაც. სცენარის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელი აარონ კულია.