”ახალი ნათების” მაღაზიათა ქსელში 7 ოქტომბრიდან მსოფლიო ბრენდ – ”ოსრამის” ენერგოეფექტურ ნათურებზე სპეციალური აქცია იწყება.
როგორც ”ფორტუნას” მაღაზიათა ქსელიდან აცნობეს, OSRAM-ის ეკო–ნათურების შეძენა, აქციის პერიოდში 3,90 თეთრად იქნება შესაძლებელი. სპეციალური ფასი ეხება სხვადასხვა დიზაინისა და სიმძლავრის ენერგოეფექტურ ნათურებს. აღნიშნულ ნათურებზე 1 წლიანი გარანტიაც მოქმედებს. ( ნათურების ჩამონათვალი იხილეთ აქ)
ცნობისთვის, ”ახალი ნათება” 1999 წლიდან მომხმარებელს სანათი საშუალებების ფართო არჩევანს სთავაზობს. კომპანია ფლობს 15 მაღაზია-სალონს თბილისსა და რეგიონებში. ქსელში წარმოდგენილია 9000–ზე მეტი დასახელების პროდუქტი . ”ახალ ნათებაში” დასაქმებულია 140 თანამშრომელი.