ამ დღეებში, ესპანელმა მომღერალმა, ენრიკე იგლესიასმა სიმღერაზე „Messin’ Around“ კლიპი გამოუშვა, რომელიც მან პიტბულთან ერთად ჩაწერა. ეს მუსიკოსების უკვე რიგით მეოთხე დუეტია.
ახალ კლიპში, ისევე, როგორც ყველა დანარჩენში, ენრიკე უამრავ ლამაზმანთან ერთად არის გადაღებული, მოქმედება კი მაიამის სანაპიროზე ვითარდება.