Android-ის ახალი სისტემა სულ ეხლახანს გამოჩნდა, თუმცა სხვადასხვა გამოცემები უკვე მისი შემდეგი განახლების შესახებ ალაპარაკდნენ.
ახალ განახლებაში როგორც ჩანს კომპანია Google ახალი ფუნქციის დანერგვას აპირებს რაც სანავიგაციო ღილაკებისა და მთლიანად პანელის ინდივიდუალური გემოვნების მიხედვით მოდიფიცირებას გულისხმობს. ნებისმიერ მომხმარებელს სანავიგაციო ღილაკების განლაგების შეცვლისა და საკუთრივ სხვა დამალული ღილაკების გამოჩენის უფლება ექნება.