LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აკეთებდა იმას, რაც ყველაზე მეტად მოსწონდა.. მადლობა მისი გუნდის წევრებს მისთვის მიცემული ყველა შესაძლებლობისთვის“ – რაჭაში სტიქიის დროს დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა

226
Untitled design (3)

რაჭაში, სტიქიის დროს ტრაგიკულად დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა სოციალურ ქსელში შვილის შესახებ წერს.

როგორც ია მერებაშვილი აღნიშნავს, „დავითისთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასი იყო დამოკიდებულება და განწყობა ადამიანების მიმართ, ასევე ის თუ როგორ განვითარდებოდა პროფესიულად, რა შესაძლებლობებს მისცემდა დამქირავებელი და როგორ გარემოში იმუშავებდა“.

ია მერებაშვილი მადლობას უხდის კომპანიას და გუნდის წევრებს, რომლებმაც დავითს შესაძლებლობები მისცეს „ეკეთებინა ის, რაც ყველაზე მეტად მოსწონდა“.

„ძნელია იმ აზრის შეგუება, რომ მინაწერზე, როგორ ხარ? პასუხს აღარ დამიბრუნებს.. როდესაც მის ხმას ვეღარასოდეს გავიგებ, მასზე ვეღარ ვიზრუნებ ამ სამყაროში“ – რაჭაში სტიქიის დროს დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

„დავითმა თვისი ცხოვრების ძალიან მცირე დროში ბევრი თუ არა, საკმარისი გააკეთა იმისთვის, რომ ყოფილიყო კარგი ადამიანი, კარგი პროფესიონალი და პირნათლად შეესრულებინა მასზე დაკისრებული მოვალეობა. დავითი არ ერიდებოდა სამსახურში კონტრაქტის გაწყვეტას, თუ მისი დამსაქმებელი არ იქნებოდა იმ ღირებულებების მატარებელი, რა ღირებულებებიც თავად ჰქონდა.

„საქართველოს ბანკი“ ერთ-ერთი სამუშაო ადგილია, სადაც დათო ბოლო დროს მუშაობდა და აკეთებდა იმას, რაც ყველაზე მეტად მოსწონდა. მადლობა მისი გუნდის წევრებს დავითისთვის მიცემული ყველა შესაძლებლობისთვის“, – წერს ია მერებაშვილი.

ვიდეო: „რაღაც მომენტში გაგვიწყდა მიმოწერა..ოჯახის წევრებს ვაიმედებდი, რომ შესაძლოა ცოცხალი ყოფილიყო, მაგრამ შინაგანად რაღაც მეუბნებოდა, რომ ნებისმიერი ინფორმაციისთვის უნდა გამეძლო“ – შოვის ტრაგედიის დროს დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა

„მეგობრებთან ერთად მატჩის ბილეთი თითქმის ერთი წლით ადრე იყიდა.. დღეს სასტუმროს ჯავშნის გამო დარეკეს“ – რას წერს შოვში დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა

 

დავითისთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასი იყო დამოკიდებულება და განწყობა ადამიანების მიმართ, ასევე ის თუ როგორ…Posted by Ia MerebaSvili on Friday, October 20, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები