LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აკანკალებულმა რანიერიმ დამირეკა და მადლობა მითხრა

37

რანიერიმ დამირეკა, ხმა უკანკალებდა და მეორე ტაიმში თამაშისთვის მადლობა გადამიხადა – თქვა ”ჩელსის” მწვრთნელმა გუუს ჰიდინკმა.

უბედნიერესი იტალიელი სპეციალისტი ყოფილი კლუბის მადლობელია.

წუხელ ”მელიები” პრემიერლიგის ჩემპიონები გახდნენ. ”ლესტერის” ერთადერთმა მდევარმა ”ტოტენჰემმა” თანაქალაქელ ”ჩელსისთან” ორი ქულა დაკარგა, არადა პირველ ტაიმს 2:0-ს იგებდა, თუმცა მატჩი ფრედ დასრულდა.

”რანიერიმ დამირეკა და მადლობა მითხრა. ჩემი მხრივ ვულოცავ მას დამსახურებულ ჩემპიონობას. სეზონის შუაში კიდევ შეიძლება სატურნირო ცხრილში პირველი იყო, მაგრამ ”ლესტერი” არ დანებდა. არ მინახავს რანიერის ცრემლები, მაგრამ ხმა უკანკალებდა. მან მადლობა ხუთჯერ მითხრა”, – თქვა ჰიდინკმა თამაშის შემდეგ.

36 ტურის შემდეგ ”ლესტერს” 77 ქულა აქვს, ”ტოტენჰემს” 70 და ორი ტურით ადრე ყველაფერი გარკვეულია.

კლაუდიო რანიერი ”ჩელსიში” 2000-დან 2004 წლამდე მჲშაობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები