LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აკაკი მინაშვილი საუბრობს საკითხებზე, რომლებსაც ოპოზიცია შარლ მიშელთან შეხვედრისას განიხილავს

90
FORTUNA.GE-

“ჩვენ ყოველთვის ვიყავით კომპრომისზე ორიენტირებულები, მაგრამ ამ კომპრომისისი მიზანია, ქვეყანაში ვითარება შეიცვალოს, ქვეყანაში ვითარება შეიცვლება, მას შემდეგ, რაც შეიცვლება ხელისუფლება.” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა.

მან იმ საკითხებზე ისაუბრა, რაზეც ოპოზიცია ყურადღებას გაამახვილებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის დროს.

მინაშვილი ამბობს, რომ მთავარი თემები ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები იქნება:

“რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან. ეს არის, ბუნებრივია, მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რომელიც საქართველოშია და რომელიც გამოწვეულია ამ ხელისუფლების მავნებლური ქცევების შედეგად.

ჩვენ განვიხილავთ პოლიტპატიმრების თემას – ნიკა მელიას და სხვა პოლიტპატიმრების თემას და ვადამდელი არჩევნების საჭიროებას, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იმისთვის, რომ ქვეყანაში მოხდეს ცვლილებები და ქვეყანამ დაიწყოს განვითარება, იმისათვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება, ამ ქვეყანაში იცხოვრონ ნორმალურად და ბედნიერად. ამისთვის საჭიროა ვადამდელი არჩევნები და ჩვენ ამაზე გვექნება საუბარი.

ასევე ჩვენ ვისაუბრებთ ოკუპაციაზე, რომელსაც რუსეთი ახორციელებს, ვისაუბრებთ იმ ადამიანებზე, რომლებიც გატაცებულები არიან და კიდევ ერთხელ დავსვამთ საკითხს, რომ საქართველოს ოკუპაციის თემა იყოს ძალიან აქტუალური საერთაშორისო დღის წესრიგში, სამწუხაროდ ხელისუფლება ამ მიმართულებით არ მუშობს.” –  განაცხადა მინაშვილმა.

მინაშვილი გამოეხმაურა მიშელის განცხადებას, რომ ორივე ხარემ უნდა გამონახოს გზა – ვითარების განსამუხტად. 

მისი განცხადებით, ოპოზიცია ყოველთვის მზად იყო დიალოგისთვის. 

მინაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ ახალი პრემიერის დანიშვნის შემდეგ ქვეყანაში რადიკალიზაცია კიდევ უფრო გაიზარდა:

“ოპოზიციის ნაბიჯები ყოველთვის იყო თანმიმდევრული, ჩვენ ყოველთვის მივდიოდით დიალოგისკენ, რადგან ვთვლით, რომ დიალოგი არის გზა, მოხდეს დაპირისპირების და რადიკალიზაციის შერბილება და მოხსნა, თუმცა ღარიბაშვილის მმართველობის პირობებში ეს რადიკალიზაცია კიდევ უფრო გაიზარდა. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანამ დაიწყოს განვითარება, აუცილებელია ვადამდელი არჩევნები და აუცილებელია პოლიტპატიმრები იყვნენ თავისუფლები.” – თქვა პოლიტიკოსმა.

მან ასევე განმარტა, თუ რა დანიშნულება აქვს საარჩევნო რეფორმას და რამდენად მნიშვნელოვანია ხელახალი არჩევნები:

“ქვეყანაში საარჩევნო რეფორმა მნიშვნელოვანია მხოლოდ იმისთვის, რომ ჩატარდეს ვადამდელი არჩვენები, რადგან გაყალბებული არჩევენების შემდეგ შეიქმნა ძალიან მძიმე კრიზისი ქვეყანაში, რომელიც ასევე გააღრმავა “ქართულმა ოცნებამ” და ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც პრემიერ-მინისტრად დანიშნა ირაკლი ღარიბაშვილი – თქვენ ხედავთ მის რიტორიკას, ამიტომ საუბარი არ არის ვინმეს კომპრომისზე, საუბარა იმაზე, თუ რა არის ჩვენი მოქალაქეების ინტერესში, მათს ინტერესში დღეს არის ცვლილება ხელისუფლების და სწორედ ეს ცვლილება იქნება წინაპირობა ქვეყნის განვითარების და ეს უნდა გაიგოს ხელისუფლებამ.” – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

შეგახსენებთ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელიც უკვე შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. ამ წუთებში კი მიშელი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება.

მნიშვნელოვანია, გამოწვევების ფონზე, მხარეებმა მიმართონ ძალისხმევა მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ რეჟიმში წარმართვისთვის: პრემიერი შარლ მიშელს შეხვდა