LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აკაკი გოგიჩაიშვილი ტელეკომპანია “იბერიაში” გადადის

140

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ წამყვანსა და ჟურნალისტს, აკაკი გოგიჩაიშვილს ტელეკომპანია „იბერიასთან“ მოლაპარაკებები აქვს. ჟურნალისტი ახალ არხზე ბიზნესის სიახლეების შესახებ ყოველდღიური გადაცემის დაწყებას გეგმავს.

გოგიჩაიშვილის თქმით, „იბერიაში“ გადასვლის შემთხვევაში, გადაცემას ძველ გუნდთან ერთად აღარ მოამზადებს, რადგან ისინი „რუსთავი 2-დან“ გათავისუფლების შემდეგ სხვაგან დასაქმდნენ.

„იბერიას“ დირექტორი, მარიამ ჯაფარიძე, საკითხზე არ საუბრობს.

2017 წლის ნოემბერში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში აკაკი გოგიჩაიშვილის გადაცემა – კვირის გამოძიება დაიხურა. გადაცემა ეთერში 10 სექტემბრიდან გადიოდა. მანამდე გოგიჩაიშვილს ბიზნესკურიერი მიჰყავდა, რომელიც სწორედ საგამოძიებო გადაცემის მომზადების მიზეზით დაიხურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები