LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აირზენა ფლოტს ანახლებს

129

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways (აირზენა) ფლოტს ანახლებს. კომპანიას კიდევ ერთი თვითმფრინავი შეემატება, – ამჯერად საუბარია Embraer190 ტიპის საჰაერო ხომალდის შემოყვანაზე.

როგორც Georgian Airways-ში განმარტავენ, ფლოტის გაძლიერება ახალი მიმართულებებით ფრენის დაწყებას უკავშირდება. Embraer-ის ლიზინგით შემოყვანის შემდეგ Georgian Airways-ს 7 ხომალდი ეყოლება.მაისის მეორე ნახევრიდან ავიაკომპანიის ფლოტს ახალი ბოინგი 737-700-იც დაემატება.

შეგახსენებთ, ქართული ავიაკომპანია რეგულარული ფრენების შესრულებას ახალი მიმართულებებით იწყებს. მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში ავიაკომპანია რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას თბილისიდან – სოჭის და ბათუმიდან – თელ-ავივის მიმართულებით იწყებს. Georgian Airways ასევე განაახლებს რეგულარულ ოპერირებას თბილისსა და თეირანს შორის და ადგილობრივ ფრენებს თბილისსა და ბათუმს შორის. ამასთან, კომპანია ფერენებს ლონდონისა და პრაღის მიმართულებებითაც იწყებს. იგეგმება პირდაპირი რეგულარული რეისების განხორციელება პარიზშიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები