კონცერნები AIRBUS და BOEING გეგმავენ ისეთი საჰაერო ხომალდის შექმნაში შეეჯიბრნონ ერთმანეთს, რომელიც 20 საათის განმავლობაში შეუსვენებლად შეძლებს ფრენას.
ამ გზით, ავიაკომპანიებმა ავსტრალიური გადამზიდის Qantas-ის „გამოწვევა“ მიიღეს. Qantas-ს სჭირდება ლაინერი, რომელიც გაჩერების გარეშე იფრენს სიდნეიდან ლონდონში და ნიუ იორკში. ჯერ-ჯერობით არ არსებობს ისეთი თვითმფრინავი, რომელიც ულტრაგრძელ ფრენებს განახორციელებს. თუმცა, ასეთი ხომალდი შესაძლოა უახლოეს წლებში გამოჩნდეს. საუბარია Boeing 777X-ის განსაკუთრებულ მოდიფიკაციაზე A350-900.
ჯერჯერობით, მსოფლიოში ყველაზე გრძელი რეისი დოჰადან ოკლენდამდეა და ის 17,5 საათს გრძელდება. რეისს Qatar Airways ახორციელებს.