Air Moldova ახალ რეგულარულ მიმართულებას ამატებს და საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის ფრენის სიხშირეს ზრდის. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, მოლდოვური ავიაკომპანია Air Moldova ზრდის ფრენების ინტენსივობას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და ამატებს კიშინეუ – ბათუმი – კიშინეუს რეგულარულ მიმართულებას.
ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგების შესაბამისად, რეგულარული საჰაერო მიმოსვლა კიშინეუ – თბილისი – კიშინეუს საჰაერო ხაზზე 26 მარტიდან ოქტომბრის ბოლომდე, ყოველდღიურად შესრულდება.
28 მაისიდან თბილისის აეროპორტში ახალი ავიაკომპანია SunExpress იფრენს
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, თბილისის მიმართულებით ავიაკომპანია პირველ ეტაპზე, კვირაში 5 სიხშირით იფრენს.
“დღეისათვის, ავიაკომპანია აღნიშნული მიმართულებით ფრენებს კვირაში 4 სიხშირით ახორციელებს. რაც შეეხება ახალ მიმართულებას, კიშინეუ – ბათუმი – კიშინეუს საჰაერო ხაზზე რეგულარული ოპერირება 26 მარტიდან 27 ოქტომბრამდე, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვები მიმდინარე წლის 15 მარტს მიანიჭა”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავიაკომპანია Air Moldova საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2022 წელს შემოვიდა.