ევროპული ავიაკომპანია Air France თბილისის მიმართულებით ოპერირებას იწყებს. პირველი ავიარეისი პარიზიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით 31 მარტს, 20:10 საათზე შესრულდება.
Air France პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას, „ეარბას A 320“ ტიპის საჰაერო ხომალდით იფრენს.
თბილისის მიმართულებით რეისები შარლ დე გოლის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელდება.
ცნობისთვის, Air France მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ავიაკომპანიაა, რომელიც 1933 წლის 7 დეკემბერს დაფუძნდა და დღემდე 200 მეტი მიმართულებით წარმატებით ოპერირებს.