Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
Air Cairo კაიროდან თბილისისკენ რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Air Cairo კაიროდან თბილისისკენ რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს

117

ეგვიპტური ავიაკომპანია Air Cairo, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს, რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას კაირო-თბილისი-კაიროს საჰაერო ხაზზე იწყებს.

ავიაკომპანიის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განრიგის შესაბამისად, საქართველოსა და ეგვიპტის დედაქალაქებს შორის რეგულარული ფრენები 2017 წლის 3 ნოემბრიდან დაიწყება. ავიარეისები კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა „Air Cairo“-ს 21 სექტემბერს მიენიჭა.

აღსანიშნავია, რომ ახალი მიმართულების პარალელურად, ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში (ოქტომბერი-მარტი) ავიაკომპანია Air Cairo გააგრძელებს ფრენებს შარმ ელ შეიხიდან და ჰურგადადან თბილისის მიმართულებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები