LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Air Berlin-ის თვითმფრინავში მგზავრებმა ხვრელი იპოვეს

25

ავიაკომპანია Air Berlin-ის თვითმფრინავში მგზავრებმა ხვრელი იპოვეს. ინციდენტი რამდენიმე დღის წინ დუსელდორფიდან შტუტგარდში მიმავალ რეისზე მოხდა. ბორტზე ასვლის დროს ერთ-ერთმა მგზავრმა საკმაოდ მოზრდილი ხვრელი შეამჩნია და ამის შესახებ მაშინვე ეკიპაჟის წევრებს აცნობა. თუმცა, ბორტგამცილებელმა გადაწყვიტა, რომ არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა და მგზავრებს ადგილების დაკავებისკენ მოუწოდა. თუმცა, რამდენიმე ადამიანმა გაფრენა გადაიფიქრა, რამაც ხმაური გამოიწვია და ბოლოს სალონში ხომალდის კაპიტანიც გამოვიდა. პრობლემის ნახვის შემდეგ კი მან რეისი დროებით გადადო. თუმცა, აღნიშნულმა ფაქტმა მგზავრები მაინც ძალიან შეაშინა და ავიაგადამზიდის უსაფრთხოებაში მათ უკვე დიდი ეჭვი ეპარებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები