LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Air Astana თბილისისკენ ფრენების აღდგენას 1 ივლისიდან გეგმავს

196
airastana-resize

Air Astana საქართველოსკენ ფერენების განახლებას 1 ივლისიდან გეგმავს. უფრო კონკრეტულად კი, ყაზახური ავიაკომპანია ალმათი-თბილისი-ალმათის საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენების განახლებას 1-ელი ივლისიდან განიხილავს, ალმათი-ბათუმი-ალმათის საჰაერო ხაზზე კი – 3 ივლისიდან. ამის შესახებ ინფორმაციას „ავიანიუსი“ ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია რეგულარულ ფრენებს 20 ივნისიდან ეტაპობრივად აღადგენს. როგორც ყაზახური მედია წერს, საწყის ეტაპზე ყაზახეთიდან ავიამიმოსვლა აღდგება თურქეთთან, ჩინეთთან, სამხრეთ კორეასთან, ტაილანდთან, საქართველოსთან და იაპონიასთან.

შეგახსენებთ, საქართველო საერთაშორისო ვიზიტორების მიღებას სწორედ 1 ივლისს განააახლებს. მანამდე კი, 15 ივნისს, ქვეყანაში შიდა ტურიზმი გაიხსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები