LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Air Astana საქართველოში ოპერირებით კმაყოფილია

106
1550829466_article_b

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ყაზახური ავიაკომპანიის Air Astana – პრეზიდენტს, პიტერ ფოსტერს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ბაზარზე არსებული ვითარება და ყაზახური ავიაკომპანიის გეგმები საქართველოში საქმიანობის შესახებ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „Air Astana“ წარმატებით მუშაობს საქართველოს ბაზარზე და დიდი წვლილი შეაქვს ქვეყანაში ყაზახეთიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიმართულებით.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები