ყაზახური ავიაკომპანია Air Astana საქართველოს მიმართულებით ფრენების სიხშირეს ზრდის.
მიმდინარე წლის ზაფხულიდან კომპანია გაზრდის რეგულარული ფრენების სიხშირეს თბილისის მიმართულებით. ალმათი-თბილისი-ალმათის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია დაამატებს 2 სიხშირეს და 1 ივნისიდან ფრენებს კვირაში 7 სიხშირით შეასრულებს, ხოლო ასტანა-თბილისი-ასტანას საჰაერო ხაზზე დაემატება 1 სიხშირე და ფრენები კვირაში 4-ჯერ განხორციელდება. ავიარეისები Embraer 190, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას გაზრდილი სიხშირით რეგულარული ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიენიჭა.
ცნობისთვის, ავიაკომპანია Air Astana საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს.