LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Air Arabia და Fly Dubai ბათუმის მიმართულებით პირდაპირ ავიამიმოსვლას იწყებენ

65
woman-travel-airport

აჭარის პოპულარიზაციის მიზნით არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში საქმიანი შეხვედრები მიმდინარეობს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტი საამიროებში წამყვანი ტურისტული სააგენტოების, მედიასაშუალებების, სარეკლამო კომპანიების, ავიაკომპანიებისა და ტურიზმის სამსახურების წარმომადგენლებს ხვდება. მათ შორის, განსაკუთებით მნიშვნელოვანი შეხვედრები მიმდინარეობს ავიაკომპანიების Air Arabia-სა და Fly Dubai-ის წარმომადგენლებთან, რომლებმაც საუბრისას აღნიშნეს, რომ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე საამიროებიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყება. ავიაკომპანიებთან შეხვედრებს ესწრებოდა საქართველოს ელჩი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე.

საქმიანი შეხვედრები დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენის ATM-ს ფარგლებში მიმდინარეობს, რომელზეც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობს. აჭარისა და ზოგადად, საქართველოს მიმართ მაღალია ინტერესი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, რაზეც სტენდთან ვიზიტორთა და საქართველოში ტურისტების ჩამოყვანით დაინტერესებულ ტურისტულ კომპანიათა მზარდი რაოდენობა მეტყველებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები