LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აიკრძალოს ლიბერალიზმი, არავითარი ევროპისკენ სწრაფვა, რა ჯანდაბაა ეს – ლევან ვასაძე (ვიდეო)

266
levana

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ეროვნული იდეოლოგიის დაცვის მოტივით ლიბერალიზმის აკრძალვას ითხოვს. ის თავისუფლებას მარქსიზმთან და ფაშიზმთან აიგივებს და თვლის, რომ საქართველოში ყველაფერი ტრადიციულ და კონსერვატოროლ რელსებზეა გადასაყვანი. არადა,

ვიკიპედიას თუ ჩავხედავთ, ლიბერალიზმი ეს არის თავისუფალი საზოგადოება, ადამიანის აზროვნების თავისუფლება, კანონის უზენაესობა, ინდივიდუალური უფლებები.

სწორედ ამის აკრძალვას ითხოვს ბიზნესმენი დღევანდელ ვიდეომიმართვაში. 

“როგორც მარქსიზმი და ფაშიზმია აკრძალული, ზუსტად ასე უნდა აიკრძალოს ჩვენს ქვეყანაში ლიბერალიზმი და იყოს გამოცხადებული მარგინალურ იდეოლოგიად, რომელიც დაუშვებელია. პრინციპში, ხალხში ასეც არის, მაგრამ ხალხი გელოდებათ თქვენ, ჩვენს პოლიტიკოსებს და ყველანაირად დაგიჭერთ მხარს, რამდენადაც არ უნდა იჭიჭყინონ მომაკვდავი ლიბერალიზმის წარმომადგენელმა უცხოელმა ელჩებმა.

ზოგიერთ თქვენგანთან მისაუბრია, მათ შორის ბიძინასთან და ვხედავ, რომ ძალიან ნელა ირჯებით ამ ეროვნული ტრადიციული მიმართულებით, კარგავთ უამრავ დროს ამ ლაქუცზე, უბრალოდ, ნაგავში გადასაყრელი იდეოლოგიის გამტარებლებთან“, – აღნიშნა ვასაძემ.

მოდის დრო, როდესაც დამარცხებული პატარა ერის ერთმანეთის ღრენა და კბენა მეორე პლანზე უნდა გადავიდეს. ჩვენ ერთი ნიშნულით აუცილებლად უნდა მოვახერხოთ გაერთიანება და სულ სხვა პოლიტიკის წაყვანა. ეს ნიშნული უნდა იყოს საქართველო, ჩვენი სამშობლო და ტრადიციები.

აღარავითარი ევროპისკენ სწრაფვა, რა ჯანდაბაა ეს ჯერ ამიხსნით, არც რუსეთისკენ, რეალური პოლიტიკა, ორი ფეხით ვდგავართ მიწაზე, ვართ კავკასიის ცენტრი” – აცხადებს ბიზნესმენი. 

https://www.facebook.com/wcf10/videos/378729569680086/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები