LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აიისას” დამფუძნებლის თქმით, “ალტ-ინფოს” ჯგუფში ემუქრებიან

278
BeFunky-collage (11)

პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია “აიისას” დამფუძნებელი ანანია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ “ალტ-ინფოს” ჯგუფში მის მიმართ მუქარის შემცველი მოწოდება ვრცელდება.

გაჩეჩილაძე შესაბამისი მიმოწერის სქრინებს ასაჯაროებს, სადაც პლატფორმის წევრები მის ადგილმდებარეობასაც კი ავრცელებენ.

“ალტ-ინფოს ფეიჯს დავთაგავდი მაგრამ აღარ აქვთ:)) ესაა 5-6 ივლისის ძალადობის გაგრძელება და მანამდე დაწყებული 10 წლიანი ჯოჯოხეთის შედეგი.
სადმე არ შემხვდეთ მართლა, ლომი ვარ და ტურების ღრენის არ მეშინია:)))))))

2013 წლის 17 მაისის პერიოდის ფოტო რომ მოუძებნია, კი, 17 წლის არასრულწოვანი ვიყავი მაშინ და კი, ცისარტყელას გულსაკიდი მეკეთა”,- წერს გაჩეჩილაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები