LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აიაქსმა თითქმის 100 მილიონი იშოვა – ეს წლიურ ბიუჯეტს აღემატება

128
rueea73d5cdfb

„აიაქსისთვის“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა უნიკალურია არა მარტო იშვიათობით (22 წლის წინ მივიდა აქამდე), არამედ შემოსავლებითაც.

მთავარი ციფრი: წლევანდელ ლიგაზე „აიაქსმა“ მინიმუმ 98.65 მილიონი ევრო იშოვა და მალე 100 მილიონს გადააჭარბებს. ეს ჰოლანდიისთვის უჩვეულო დონეა.

საიდან ეს ზრდა?

15.25 მლნ ევრო – ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის ფიქსირებული თანხა;

18.8 მლნ ევრო – „აიაქსს“ მოუტანა ისტორიულმა რეიტინგმა ევროთასებზე. წლევანდელი სეზონიდან ლიგის მონაწილე ბონუსებს იღებს ბოლო 10 წლის განმავლობაში ევროთასებზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით.

10.8 მლნ ევრო – პრემია ჯგუფურ ეტაპზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით;

32 მლნ ევრო – პლეი-ოფში გასვლა;

6.3 მლნ ევრო – ისევ პრემია, უკვე პლეი-ოფში ნაჩვენები შედეგებით;

დაახლოებით 11 მილიონი – ჩემპიონთა ლიგის მატჩების ბილეთები.

4.5 მილიონი მოაქვს კლუბისთვის ტელეუფლებებს.

ეს საბოლოო ციფრი არ არის.
ნახევარფინალის საშინაო მატჩის ბილეთები; ბონუსი ამ ეტაპზე თამაშისთვის და ა.შ.

 

2018/19 წლების შემოსავლებით ორი ამჟამინდელი შემადგენლობის შეკრება შეიძლება.

ანდრე ონანა (23 წლის) – „ბარსელონას“ აკადემიიდან 18 წლის ასაკში გადავიდა

ნუსაირ მაზრუი (21) – საკუთარი აღზრდილი

მატიას დე ლიგტი (19) – საკუთარი აღზრდილი

დეილი ბლინდი (29) – საკუთარი აღზრდილი, ზაფხულში „მანჩესტერიდან“ დაბრუნდა 16 მილიონად

ნიკოლას ტალიაფიკო (26) – „ინდეპენდიენტედან“ 4 მილიონად მივიდა

ლასე შიონე (32) – თავისუფალ აგენტად გადავიდა ნეკ-დან

ფრენკი დე იონგი (21) – 17 წლის გადავიდა „ვილემიდან“ 1 ევროდ, ოღონდ მომდევნო გაყიდვიდან პროცენტს მიიღებს

დონი ვან დე ბეკი (21) – საკუთარი აღზრდილი

ჰაკიმ ზიეში (26) – „ტვენტედან“ მივიდა 11 მილიონ ევროდ

დავიდ ნერეში (22) – „სან პაულუდან“ გადმოვიდა 12 მილიონად

დუშან ტადიჩი (30) – „საუთჰემპტონიდან“ მივიდა 11,5 მილიონად

იოელ ველტმანი (27) – საკუთარი აღზრდილი

კლას-იან ჰუნტელაარი (35) – 8 წლის შემდეგ დაბრუნდა თავისუფალ აგენტად

კასპერ დოლბერგი (21) – „სილკებორგიდან“ გადავიდა 17 წლის ასაკში

 

 

„აიაქსის“ სახელფასო უწყებამ გასულ სეზონში შეადგინა 53 მილიონი ევრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები