LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აიაქსის პარალიზებულ მოთამაშეს ღიმილი ბურთმა დაუბრუნა

46

ამსტერდამის ”აიაქსის” პარალიზებულ მოთამაშეს, აბდელჰაკ ნურის მედიკოსებმა სამედიცინო ტესტი ჩაუტარეს. The Mirror-ის ექიმები ნურის სხვადასხვა საგნებს უჩვენებდნენ და მის რეაქციებს აკვირდებოდნენ, ხოლო მას შემდეგ, რაც ფეხბურთელს მკერდზე ბურთი დაადეს, მას გაეღიმა.

ნურის თავის ტვინის გამოუსწორებელი დაზიანების დიაგნოზი სრულიად მოულოდნელად, 2017 წლის ივლისში მას შემდეგ დაუსვეს, რაც მან ბრემენის ”ვერდერთან” მიმდინარე ამხანაგური მატჩის დროს გონება დაკარგა.

20 წლის ფეხბურთელის დებიუტი ”აიაქსის” მთავარ გუნდში ტრაგედიამდე რამდენიმე თვით ადრე, 2016 წლის ოქტომბერში შედგა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები